მაკა ბოჭორიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის რეგიონის ქვეყნების სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს უმასპინძლა. სტუმრები საქართველოში პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში იმყოფებიან.
პროგრამის მიზანი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ჩართულობის გაზრდა და განვითარების ხელშეწყობაა. საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.
"საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, უკვე მეორე წელია ხორციელდება პროგრამა სხვადასხვა რეგიონისთვის, რაც მიზნად ისახავს, რომ განვამტკიცოთ საქართველოს კავშირები განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებთან, რომელშიც არ გყვავს ჩვენ დიპლომატიური წარმომადგენლობები, უფრო რთულია დიპლომატიური კავშირების შენება და რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტულია ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებიდან გამომდინარე.
სწორედ ამიტომ, საფუძველი ჩავუყარეთ პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს მოვიწვიოთ საქართველოში სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენლები, გავაცნოთ ის რეფორმები, რა რეფორმებიც ჩვენმა ქვეყანამ გაატარა იმისთვის, რომ მიგვეღწია იმ პროგრესისთვის, რომელსაც მივაღწიეთ, ასევე, სხვადასხვა მიმართულებით გაეცნონ სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობას, მიიღონ გამოცდილება, ასევე, ჩვენ მივიღოთ ერთგვარი ინფორმაცია, თუ როგორ ხდება ამა თუ იმ მიმართულებით, ამა თუ იმ ქვეყანაში სახელმწიფო პოლიტიკისა და პრიორიტეტების წარმართვა," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.