24 ივნისი 2026,   10:08
ვრცლად
საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა კრიმინალის სიმცირის მიმართულებით, უსაფრთხოების კუთხით - ირაკლი ქადაგიშვილი

საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გვარაკიძეს, დღეს პარლამენტში ელოდებიან. სახალხო დამცველის შემდეგ კანონმდებლებს წლიური მუშაობის შესახებ ანგარიშს ქვეყნის მთავარი პროკურორი აბარებს. 

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია უწყების მიერ განხორციელებულ სისხლის სამართლის პოლიტიკაზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე. გვარაკიძე უპასუხოებს დასმულ შეკითხვებსაც.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ქვეყანაში პროკურატურის როლზე საუბრობს, რომელიც, მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია. 

"საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა კრიმინალის სიმცირის მიმართულებით, უსაფრთხოების კუთხით, საზოგადოებრივი წესრიგის კუთხით ქვეყანაში ვითარება სტაბილურია. ასე, რომ ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, პროკურატურის როლი, რომელიც საბოლოო ჯამში ბრალდების როლით წარდგება სასამართლოში, არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენ, ამ პერიოდში გვქონდა მთელი რიგი გამოწვევები, მათ შორის, პოლიტიკური ხასიათისაც და აქაც პროკურატურის ქმედება იყო ყოველთვის კანონის ფარგლებში," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

მიმდინარე კვირას პარლამენტში იგეგმება ასევე ქვეყნის პრემიერისა და გენერალური აუდიტორის ანგარიშების მოსმენა.

 

დღის ამბები