თბილისის N1 საბავშვო ბაღი 106 წლისაა. ბაგა-ბაღმა სკოლისაკენ აღსაზრდელთა მეასე თაობა გააცილა.
თარიღთან დაკავშირებით, გაიმართა მეოცე საუკუნის დასაწყისში საბავშვო ბაღში გამოყენებული მეთოდური და სათამაშო ინვენტარის, ასევე სხვადასხვა პერიოდის ფოტომასალის გამოფენა.
ღონისძიებაზე N1 საბავშვო ბაღის ცხოვრების მნიშვნელოვანი და საინტერესო ფაქტების შესახებ ისაუბრეს.