ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 188 ადამიანი დაიღუპა - მონაცემები ქვეყნის დროებითმა პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა გაავრცელა. ბოლო დადასტურებული ინფორმაციით, დაშავებულია 1 520 ადამიანი, ათასობით კი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
ვენესუელაში 7,2 და 7,5 მაგნიტუდის ორი ძლიერი მიწისძვრა გუშინ ღამე მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი დედაქალაქ კარაკასის დასავლეთით, 100 კილომეტრში მდებარეობდა.