26 ივნისი 2026,   11:38
ვრცლად
ევროპაში რეკორდული სიცხეა - ქვეყნებმა ექსტრემალური კლიმატური პირობებით გამოწვეული სიკვდილიანობის დათვლა უკვე დაიწყეს

ევროპაში რეკორდული სიცხეა - ქვეყნებმა ექსტრემალური კლიმატური პირობებით გამოწვეული სიკვდილიანობის დათვლა უკვე დაიწყეს. ესპანეთში, სადაც ივნისის ახალი ტემპერატურული რეკორდები დაფიქსირდა, სიკვდილიანობის მონიტორინგის სისტემის ცნობით, ოთხ დღეში 212 ადამიანის გარდაცვალება, შესაძლოა, სწორედ სიცხეს უკავშირდებოდეს.

საფრანგეთში, ბოლო ერთ კვირაში, წყალში 40 ადამიანი დაიხრჩო, ხოლო იტალიაში სიცხის ტალღამ 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის სამი - ღია ცის ქვეშ მუშაობისას დაიღუპა.

მაღალი ტემპერატურის გამო იტალიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში საგანგაშო გაფრთხილებები მოქმედებს. შეფერხებულია სატრანსპორტო სისტემა, უქმდება ღია ცის ქვეშ დაგეგმილი ღონისძიებები და სკოლებში სასწავლო პროცესი.

ექსპერტების შეფასებით, კლიმატის ცვლილებას ადამიანის მავნე ტექნოგენური ზემოქმედება იწვევს - მათივე განმარტებით, წიაღისეულის მოპოვებამ და საწვავის გამოყენებამ კონტინენტზე ტემპერატურა 2-დან 4 გრადუსამდე გაზარდა.

დღის ამბები