26 ივნისი 2026,   14:39
ვრცლად
შიო III პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას ესწრება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას ესწრება.

ანგარიშის მოსმენას პატრიარქთან ერთად ასევე ესწრებიან: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი, დეკანოზი გიორგი ზვიადაძე, კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

დღის ამბები