26 ივნისი 2026,   15:15
ვრცლად
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში, მარცვლეულის აღების სეზონის პერიოდში, მინდვრის ხანძრების პრევენციისა და მათზე სწრაფი რეაგირების მიზნით, საველე ოპერაციების შტაბი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, კახეთის რეგიონში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, მარცვლეულის აღების სეზონის პერიოდში, მინდვრის ხანძრების პრევენციისა და მათზე სწრაფი რეაგირების მიზნით, საველე ოპერაციების შტაბი გახსნა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, სიღნაღის მუნიციპალიტეტში სპეციალური ტექნიკა შეიყვანა და ცოცხალი ძალის მობილიზება განახორციელა, რათა ხანძრების გაჩენის რისკების მართვა ეფექტიანად უზრუნველყოს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყისა და ველის სიახლოვეს, ასევე, არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ.

დაკვამლიანების ან ხანძრის შემჩნევის შემთხვევაში კი, მოქალაქეებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს.

დღის ამბები