26 ივნისი 2026,   14:39
ვრცლად
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 21-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. 

"ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა, რეალიზაციის მიზნით, უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი", რაც, ორ ეტაპად, მიჰყიდა მოქალაქეს.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) და სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე ტერცია მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია) წარდგენილ ბრალდებებში და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ პირს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 21 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა," - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში. 

დღის ამბები