მონაკოში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა.
წინასწარი მონაცემებით, მანამდე უცნობმა პირმა შენობასთან ასაფეთქებელი ნივთიერებით სავსე ჩანთა დატოვა და მიიმალა.
შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
გავრცელებული ცნობით, ისინი უკრაინის მოქალაქეები და სავარაუდოდ, ერთი ოჯახის წევრები არიან - 50-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცი და ქალი, ასევე მოზარდი.
უკრაინული მედია ამტკიცებს, რომ მონაკოში ადგილი ჰქონდა თავდასხმას უკრაინელ ბიზნესმენზე.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ამოქმედებულია "წითელი გეგმა" - მოქმედებათა სტრატეგია იმ შემთხვევებისთვის, როდესაც მომხდარმა შესაძლოა დიდი რაოდენობით მსხვერპლი გამოიწვიოს.
თუმცა, პროკურატურა მომხდარს ტერაქტად არ მიიჩნევს.