21 ივლისი 2026,   04:20
ვრცლად
2026 წლის მეორე კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 1,101.8 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო

2026 წლის II კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 1,101.8 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3.8%-ით ნაკლებია. ჯამურად პირველ ორ კვარტალში ქვეყანამ 1,931.7 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.

საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 2026 წლის II კვარტალში ევროკავშირის ქვეყნების წილი 17.7%-ით განისაზღვრა და 194.9 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა - ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12.1%-ია.

სტატისტიკის მიხედვით, გაზრდილია აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და სომხეთიდან მიღებული შემოსავლები, წლიურად 10.3%, 49.8%, 5.6%-ით და, შესაბამისად, 59.5, 53.7, 39.9 მლნ აშშ დოლარს უტოლდება. ახლო აღმოსავლეთში ომის ფონზე, შემცირებულია ისრაელიდან და ირანიდან მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.0% და 65.1%-ით, შესაბამისად, 123.8 და 10.2 მლნ აშშ დოლარამდე.

საქართველოს შემოსავლები მოგზაურობიდან ქვეყნების ჭრილში 2026 წლის მეორე კვარტალში შემდეგნაირად ნაწილდება:

დღის ამბები