27 ივლისი 2026,   22:25
ვრცლად
ევროკავშირი ყველანაირად უსამართლო პირობებით გეგმავს ახალი წევრების მიღებას, ეს ყველაფერი ძალიან კარგად ხსნის იმას, თუ რატომ მოსდეს საქართველოს შარი და გაუჩერეს მოლაპარაკებების პროცესი - ნინო წილოსანი

მმართველი გუნდის შეფასებით, ევროკავშირი ახალი წევრების მიღებას უსამართლო პრინციპებით გეგმავს, სადაც ქვეყნებს მხოლოდ ვალდებულებები ექნებათ და არა უფლებები.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, სწორედ თანასწორუფლებიანი გაფართოების სურვილის არქონა ხსნის იმას, თუ რატომ შეუქმნეს საქართველოს ხელოვნური ბარიერები და გაუჩერეს მოლაპარაკებების პროცესი.

"ფაქტია, რომ ევროკავშირი ალბათ არც გეგმავდა და, ყოველ შემთხვევაში, ახლა ყველანაირად უსამართლო პირობებით გეგმავს ახალი წევრების მიღებას. ალბათ, ეს ყველაფერი ძალიან კარგად ხსნის იმას, თუ რატომ მოსდეს საქართველოს შარი და რატომ გაუჩერეს მოლაპარაკებების პროცესი. ეს დამატებითი მოტივაციაა ევრობიუროკრატების მხრიდან, რომ საქართველო ჰყავდეთ ასეთ მოცემულობაში, რადგან ისინი, როგორც ჩანს, არც გეგმავენ მათი თანასწორი წევრების მიღებას.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით და არა მხოლოდ - 12 ქვეყანა შეუერთდა ამ ინიციატივას - ისინი აპირებენ მონური პრინციპით მიიღონ დამატებითი ქვეყნები, ვგულისხმობ იმას, რომ მხოლოდ ვალდებულებები და არანაირი უფლებები. როცა ამაზეა საუბარი, ვფიქრობ, ყველა კითხვას ნათელი პასუხი აქვს გაცემული," - აცხადებს ნინო წილოსანი.

დღის ამბები