27 ივლისი 2026,   22:15
ვრცლად
"საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის თქმით, რკინიგზას სატვირთო გადაზიდვებში რეკორდული მაჩვენებლები აქვს

საქართველოს ტრანსპორტის სექტორში 2026 წლის 6 თვის მონაცემებით რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში 2026 წლის 6 თვეში ჯამურად გადამუშავებული ტვირთების მოცულობის ზრდის პარალელურად, ზრდა დაფიქსირდა როგორც ყველა ცალკეულ ნავსადგურში, ასევე, ყველა ცალკეული ტვირთის კატეგორიის მიხედვით.

საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში ჯამურად გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 22%-ით გაიზარდა და 9.7 მლნ ტონა შეადგინა.

2026 წლის პირველი ნახევარი წარმატებული აღმოჩნდა საქართველოს რკინიგზისთვის - კომპანიის მიერ ჯამურად გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 10%-ით გაიზარდა.

"ბოლო წლებიდან გამომდინარე, ჩვენ გადაზიდვებში რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს. დაახლოებით, 7 მილიონი ტონა გვაქვს გადაზიდული პირველი 6 თვის განმავლობაში. ეს არის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი. შესაბამისად, შემოსავლებშიც გვაქვს მატება და დაახლოებით, 352 მილიონი ლარი, რაც არის რაც 19%-ით მეტია წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით.

ასევე, EBIDTA-ს მარჟა გვაქვს გაუმჯობესებული, ე.წ. საოპერაციო მოგება გვაქვს 92 მილიონი ლარი, რაც დაახლოებით, 25%-ის მატებაა.

ასევე, წმინდა მოგებაში მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან, 64 მილიონი ლარი იყო და წელს გვაქვს უკვე 112 მილიონი ლარი," - განაცხადა "საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ.

დღის ამბები