პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი ევროკავშირში ახალი წევრების შესაძლო არათანასწორუფლებიან მიღებას უსამართლოს უწოდებს. მისი თქმით, მიუღებელია შეზღუდული უფლებების დაწესება იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დასავლური უსაფრთხოების არქიტექტურისთვის უდიდესი მსხვერპლი გაიღეს.
ამასთან, პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ფუნქციონირების სპეციფიკა მმართველი გუნდისთვის ახლა არ გამხდარა ცნობილი და ეს მათთვის 2026 წლამდეც ნათელი უნდა ყოფილიყო.
"თავის დროზეც იცოდნენ ევროკავშირის ფუნქციონირება რას ნიშნავს და როგორი იყო, ახლა არ გაუგიათ, 2026 წელს. მეც, მათ შორის, არაერთხელ მითქვამს, რომ არაა სამართლიანი, როდესაც ქვეყნები გახდებიან ევროკავშირის წევრები და გარკვეული უფლებებით ვერ ისარგებლებენ. მით უმეტეს, თუ იმ ქვეყნებზეა საუბარი, რომლებმაც უამრავი მსხვერპლი გაიღეს იმისთვის, რომ ყოფილიყვნენ თავისუფალი, დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა და მათ შორის, დასავლური უსაფრთხოების არქიტექტურისთვის აქვთ გაღებული დიდი მსხვერპლი," - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.