გლდანში სპორტული სტადიონის ნაცვლად კორპუსი არ აშენდება. განცხადება ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ აქციის მონაწილეებთან შეხვედრის დროს გააკეთა.
ნარმანიას განცხადებით, მერიის შესაბამისმა სამსახურებმა იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ სტადიონის ნაცვლად 16 საერთულიანი შენობის აშენება მიზანშეწონილი არ არის.
თბილისის მერის განცხადებით სტადიონი კვლავ იქნება, ხოლო მესაკუთრესთან გია ქუფარაშვილთან კი უახლოეს დღეებში შეხვედრა გაიმართება და მისთვის ალტერნატიული ფართის გამოყოფის შესახებ იმსჯელებენ.
გლდანში საფეხბურთო სტადიონთან იმყოფება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილიც.
შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია გლდანში სტადიონის შესაძლო დანგრევის შესახებ კურიერმა მოიპოვა. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით მესაკუთრე სტადიონის ნგრევას და კორპუსის მშენებლობას გეგმავდა.