20 ნოემბერი 2024,   08:27
ვრცლად
კიდევ ერთი სტადიონი დემონტაჟის საფრთხის წინაშე - გლდანში მდებარე სტადიონზე შესაძლოა მრავალსართულიანი კორპუსი აშენდეს

გლდანში მდებარე სტადიონზე, სადაც არაერთი ცნობილი ფეხბურთელი გაიზარდა შესაძლოა მრავალსართულიანი კორპუსი აშენდეს.

მოედნის დანგრევის საფრთხე, ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, რეალურია. მათ განუმარტეს, რომ კომპანიას იქ 10 სართულიანი სახლის აშენება შეეძლო, თუმცა კოეფიციენტის გაზრდას და 16 სართულის აშენებას ითხოვდა.

შეთავაზება მოულოდნელი არქიტექტურის სამსახურისგან რამდენიმე თვის წინ მიღებული იმ წერილის გამო აღმოჩნდა, რომლის მიხედვითაც მოედანი სარეკრეაციო სივრცეს მიეკუთვნება და იქ მშენებლობა არ უნდა განხორციელებულიყო.

არქიტექტურის სამსახურის დასკვნას გაუგებრობას უწოდებს ტერიტორიის მესაკუთრე. გია ქუფარაშვილი ამბობს, რომ ტერიტორია მოედნად თვითნებურად გადააკეთეს და მან ამის შესახებ არაფერი იცოდა.

მოედნის თვითნებური მოწყობის შესახებ ქუფარაშვილის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ ადგილობრივები. 

რატომ განახლდა მოლაპარაკებები მოედნის ადგილას მრავალსართულიანი კორპუსის აშენებაზე, ამაზე პასუხი მერიაში დღეს არ გაუციათ, წერილობით განცხადებაში კი ნათქვამია, რომ მერიას მშენებლობაზე ნებართვა არ გაუცია.

ავტორები: ანა წერეთელი, მამუკა ჯანაშია. 

 

დღის ამბები