20 ნოემბერი 2024,   08:23
ვრცლად
ქუთაისში მიკროავტობუსების მძღოლები მგზავრობის საფასურის გაზრდას ითხოვენ

ქუთაისში მიკროავტობუსების მძღოლები მგზავრობის საფასურის ზრდას და მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებული გადასახადების შემცირებას ითხოვენ. 

მძღოლებმა დღეს საპროტესტო აქციაც გამართეს და ჟურნალისტებს საკუთარი მოთხოვნები გააცნეს. 

მიკროავტობუსის მძღოლები ფიქრობენ, რომ მათი პირობების შესრულება უნდა მოხდეს და უკვე ჩატარებული კონკურსის ფარგლებში მიღებული პირობები უნდა შეიცვალოს. 

ქუთაისის მერიაში კი განაცხადეს, რომ კონკურსის პირობები არ შეიცვლება და არც მგზავრობის საფ1ასური გაიზრდება.

 

 

 

 

 

დღის ამბები