სამ დღიანი აქციის შემდეგ ზუგდიდში, ყოფილი საავადმყოფოს შენობაში ჩასახლებულმა დევნილებმა შიმშილობა დაიწყეს.
ამ ფორმით ისინი 50 ოჯახისთვის სოციალური დახმარების მოხსნას და საცხოვრებელ პირობებს აპროტესტებენ.
მოთხოვნათა შორის არის აფხაზეთის მთავრობის წევრებთან შეხვედრაც.
ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში კი განმარტავენ, რომ დევნილებს შემწეობები არ შეწყვეტიათ - მათ დროებით შეუჩერდათ სოციალური დახმარებები, რათა მათი გეგმიური გადამოწმება მოხდეს.