შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ინფორმაციით, აბიტურიენტები საკუთარ შედეგებს ცენტრის ვებგვერდზე - www.naec.ge - გაეცნობიან.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობის მისაღებად აბიტურიენტებს 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე უნდა აერჩიათ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები.
ე.წ. მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება ჰქონდა აბიტურიენტს, რომელმაც:
2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვა;
2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, თუმცა დაძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისთვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.