03 ოქტომბერი 2026,   14:33
ვრცლად
რაც ირაკლი კობახიძე ავირჩიეთ პრემიერად, აბსოლუტურად ყველა სამთავრობო განკარგულება გახდა გამჭვირვალე, შეიქმნა მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი - ლევან მაჭავარიანი ევროკომისიის კვლევაზე

მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია.

ევროკომისიის კვლევის შედეგები მსოფლიო ბანკმა გლობალური მმართველობის ინდიკატორების ფარგლებში გამოაქვეყნა. "ევრობარომეტრის" შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველოს მთავრობამ ახალი ისტორიული მაქსიმუმი 54% მიიღო და ევროპის საუკეთესო ხუთეულში ლუქსემბურგთან, დანიასთან, მონტენეგროსთან და ავსტრიასთან ერთად მოხვდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება "ქართულ ოცნებაში." პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანის თქმით, მთავრობა აბსოლუტურად ეფექტურად და გამჭვირვალედ მუშაობს. 

"ის გამჭვირვალე მუშაობა მთავრობის და ხაზს გავუსვამდი, რაც ბატონი ირაკლი კობახიძე ავირჩიეთ პრემიერ-მინისტრად, აბსოლუტურად ყველა განკარგულება, სამთავრობო განკარგულება გახდა გამჭვირვალე, შეიქმნა მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი და თუ როგორი ბრძოლა არის გამოცხადებული კორუფციასთან, როგორი ბრძოლა არის გამოცხადებული ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ, როგორი ბრძოლა არის გამოცხადებული ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის," ქურდული სამყაროს" წინააღმდეგ.

რა თქმა უნდა, ამას ხედავს ჩვენი მოსახლეობა ყოველდღიურ რეჟიმში და ნდობა იზრდება. ხუთეულში შევდივართ თვითონ ევროკომისიის კვლევის მიხედვითვე ევროკავშირის ქვეყნებს შორის," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

დღის ამბები