20 ნოემბერი 2026,   15:14
ვრცლად
თურქეთის ელჩი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ფონიჭალის დასახლებაში აფეთქების შედეგად დაღუპული ადამიანების გამო, ვუსამძიმრებ მწუხარებაში მყოფ ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფონიჭალის დასახლებაში აფეთქების შედეგად დაღუპული ადამიანების გამო.

მუსტაფა თურქერ არი დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

"ღრმა მწუხარებას გამოვხატავ 2026 წლის 19 ნოემბერს, ფონიჭალის დასახლებაში აფეთქების შედეგად ადამიანების გარდაცვალების გამო. ვიზიარებ ქართველი ხალხის მწუხარებას, ვუსამძიმრებ მწუხარებაში მყოფ ოჯახებს და ვუსურვებ დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას", – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

6 გარდაცვლილი და 5 დაშავებული - ასეთია ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარი ტრაგედიის შედეგი. დაშავებულები კლინიკაში რჩებიან. შემთხვევის ადგილზე კვლავ მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. ძებნა-შველის 15-საათიანი უწყვეტი ოპერაცია გვიან ღამით დასრულდა, საგამოძიებო მოქმედებები კი ამ დრომდე გრძელდება.

დღის ამბები