ჯორჯიის შტატის ქალაქ ვენაში გამართულ წვეულებაზე მომხდარი სროლის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა, 36-მდე კი დაშავდა.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, სროლას 21 და 23 წლის მამაკაცები ემსხვერპლნენ. დაშავებულთა ასაკი 14-დან 51 წლამდეა. მათი ნაწილი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ინციდენტი სკოლის გამოსაშვები კვირეულის ღონისძიებაზე მოხდა, რომელსაც 1 000-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.
ჯორჯიის საგამოძიებო ბიუროს განცხადებით, ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა. უცნობია თავდასხმის მოტივი. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.