07 ოქტომბერი 2026,   07:12
ვრცლად
საფრანგეთში მოსწავლეებისა და სტუდენტების პროტესტი გრძელდება

საფრანგეთში მოსწავლეებისა და სტუდენტების პროტესტი გრძელდება. დემონსტრანტები სასწავლო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მიმდინარეობს სამართალდამცველებს და მომიტინგეებს შორის შეტაკებებიც.

მედია წერს, რომ პოლიციამ რამდენიმე ლოკაციაზე ცრემლსადენი აირი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ვრცელდება ინფორმაცია ასობით დაშავებულის შესახებ. დაკავებულია 5 000-ზე მეტი ადამიანი.

ამასთან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასწავლო დაწესებულებებში დაფიქსირდა ვანდალიზმის არაერთი ფაქტი, მათ შორის ცეცხლის წაკიდების მცდელობები.

დღის ამბები