06 ოქტომბერი 2026,   02:30
ვრცლად
საქართველოსთან დაკავშირებით, ALDE-ს მიმართვა, რა თქმა უნდა, საყურადღებოა - სალომე სამადაშვილი

უცხოური პოლიტიკური პარტია ALDE ევროკავშირის ლიდერებს საქართველოს მთავრობის წევრების სანქცირებას სთხოვს - მიზეზი არასამთავრობო ორგანიზაციების ქვეყნიდან გასვლაა.

ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა ევროპისთვის წერილი უკვე გაუგზავნა კაია კალასს და მარტა კოსს, რომლებიც ამავე ალიანსის ლიდერები არიან. ALDES- ჯგუფში შედის ქართული ოპოზიციური პარტიების ნაწილიც.

საკითხ აფასებენ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. "ქართული ოცნებაში" ALDE-ს ინტერესებზე საუბრობენ. პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური მდივნის, სალომე სამადაშვილის განცხადებით კი, ALDE-ს აღნიშნული განცხადება საყურადღებოა.

"ასეთი გადამწყვეტი მსჯელობის წინ, რომელიც შედგება საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე, საქართველოსთან დაკავშირებით, ALDE-ს ეს მიმართვა, რა თქმა უნდა, საყურადღებოა", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დღის ამბები