20 ნოემბერი 2024,   08:22
ვრცლად
გარდაბნის გამგებლის არჩევნებს ბოიკოტი 13–მა არასაპარლამენტო პარტიამ გამოუცხადა

გარდაბნის გამგებლის არჩევნებს ბოიკოტი 13–მა არასაპარლამენტო პარტიამ გამოუცხადა. სპეციალურ მიმართვაში ნათქვამია, რომ ოპოზიცია საარჩევნო კანონმდებლობაში ძირეულ ცვლილებებსა და 2016 არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ამ ფორმით, კიდევ ერთხელ მოითხოვს.

ხელისუფგლების გარდა, ინტერპარტიული ჯგუფის წევრების დღევანდელი მიმართვის ადრესატი საპარლამენტო უმცირესობაცაა. ქართული ოცნების გარდა, ნაციონალური მოძრაობა ერთადერთი პოლიტიკური სუბიექტია, რომელმაც გარდაბნის გამგებლის არჩევნებში კანდიდატი წამოაყენა.

არასაპარლამენტო ოპოზიციის ბოიკოტს სხვა მიზეზებით ხსნიან ქართლ ოცნებაში. უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ ბოიკოტში მონაწილე პარტიებს არჩევნებში გამარჯვების იმედი არ ქონდათ და ამ პროცესს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებენ.

შეგახსენებთ, რომ გარდაბნის გამგებლის არჩევნები 28 იანვარს ჩატარდება, რეგისტრირებულია ორი კანდიდატი – ქართული ოცნებიდან და ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან. რიგგარეშე არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ნოემბერში გარდაბნის გამგებელი გარდაიცვალა.

ავტორი: თეონა ცხომელიძე

ამავე თემაზე
დღის ამბები