20 ნოემბერი 2024,   08:20
ვრცლად
ინციდენტი პარლამენტის შენობასთან - აქციის მონაწილის თქმით, მას თამაზ მეჭიაურმა გაარტყა

ინციდენტი მოხდა პარლამენტის შენობასთან თბილისში, სადაც მარჯვენასაჭიანი მანქანების მძღოლები საკანონმდებლო ცვლილებებს აპროტესტებენ.

ინციდენტი მაშინ დაიწყო, როდესაც შენობასთან დეპუტატი თამაზ მეჭიაური მივიდა. მძღოლებმა დაიწყეს სტვენა და გაწევ-გამოწევა. ერთერთი მძღოლი არტურ არუთინოვი ამტკიცებს, რომ მას დეუპტატმა ხელი გაარტა. 

„დეპუტატმა დამარტყა, რომელმაც ვერ ამიხსნა რატომ და რის გამო. მე გამოვთქვი ჩემი პირადული პროტესტი“- აცხადებს არტურ არუთინოვი. 

მომხდარს ადასტურებს აქციის კიდევ ერთი მონაწილე დავით სიჭინავა, რომელიც აცხადებს, რომ თამაზ მეჭიაურს მისი სტატუსი შეახსენა, თუმცა დეპუტატისგან უხეში პასუხი მიიღო.

„მე ვუთხარი დეპუტატი ხარ და ხელს რატომ იქნევთქო და მიპასუხა მე დეპუტატი კი არა ჯერ კაცი ვარო“-აცხადებს დავით სიჭინავა. 

აქცია მარჯვენასაჭიანი მანქანების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების წინააღმდეგ კვლავ გრძელდება. საპროტესტო აქციაზე შეკრებილები არიან მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მძღოლები. ასევე ავტოდილერები და არასამთავრობო ორგანიზაციები. 

მათ სამი მოთხონა აქვთ: მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის საკითხის გაუქმება, განბაჟების სისტემის შეცვლა, ასევე 100-ქულიანი სისტემის ამოქმედების გადავადება. 

პარლამენტი სწორედ დღეს განიხილავს საგზაო მოძრაობის წესებში შესატან ცვლილებებს.

დღის ამბები