12 ნოემბერი 2026,   08:42
ვრცლად
მკვლელობა თბილისში - დიდუბეში, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში, 60 წელს გადაცილებული ცოლ-ქმარი მოკლეს

მკვლელობა თბილისში. არსებული ინფორმაციით, დიდუბეში, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში, 60 წელს გადაცილებული ცოლ-ქმარი მოკლეს. ორივე მათგანს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები გვიან ღამემდე მუშაობდნენ. მომხდარის დეტალები და მკვლელობის შესაძლო მოტივი ამ დროისთვის უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო, რომელიც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დღის ამბები