როდესაც მხარისთვის განაჩენს მნიშვნელობა არ აქვს, სტრასბურგს მნიშვნელობა არ აქვს, მაგალითად, გუშინ გვეუბნებოდნენ, ერთ-ერთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ბატონ დაჩი ცაგურიასთან - რომელიც პარტიის წევრიაო, რომ ამტკიცებენ და ჩვენი პარტიის წევრი ჩვენი არ არის, არც არასდროს ყოფილა რომელიმე პარტიის წევრი - რომ, 2006 წელს სასამართლო სხდომა რომ ჩატარდა, იმ სასამართლო სხდომის ოქმი რატომ არ არის წარმოდგენილი საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშეო. ახლა, მაგალითად, გვეკითხებიან, რომ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე როგორ მიემართება მათ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, 2004-12 წლებში „ნაცმოძრაობამ“ შექმნა სისტემა, სადაც ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევები ხდებოდა, გამოძიება კი ან არაეფექტურად ხორციელდებოდა, ან საერთოდ არ ხდებოდა. შესაბამისად, გორდულაძის განცხადებით, ეფექტურ კონტროლს მთელ სახელმწიფო სისტემაზე ახორციელებდა „ნაციონალური მოძრაობა“ და ის დარღვევები, რაც ამ წლების განმავლობაში მოხდა, ყოველთვის მიემართება აღნიშნულ პარტიას.
„ჩვენ ვამბობთ, რომ კრებსითად ისეთი სისტემა იყო შექმნილი, რომლისთვისაც არ ჰქონდა მნიშვნელობა არც გამოძიებას, არც ადამიანის უფლებას, არც ეფექტიან სასამართლოს, რასთან დაკავშირებითაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებიც არის და ამ სისტემის შემქმნელი იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და შესაბამისად, როდესაც ამ სისტემის შემქმნელი არის „ნაციონალური მოძრაობა“, სადაც ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევები ხდება - სიცოცხლის, საკუთრების, ღირსების, წამების აკრძალვის და ა.შ., აქ არის მთელი რიგი საქმეები, რომელიც მოხდა 2004-2012 წლებში, რომელიც ან არაეფექტურად არის წარმოებული, ან მიჩქმალულია, რომ განაჩენი არ დამდგარიყო, ან არ გამოძიებულა და კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით გამოძიება და პასუხისმგებლობის დაყენება მოხდა 2012 წლის შემდეგ.
ეს საკითხები არის ჩვენ მიერ ჩამოთვლილი და მათ შორის თუ კონკრეტულად ყოველ საქმესთან დაკავშირებით უნდა იყოს კითხვა, ეს ჩვენ როგორ მოგვემართება, ისევ და ისევ გამომდინარე იქიდან, რომ საქმეებში სადაც არის ასეთი მძიმე დარღვევები, არ არის გამოძიება წარმოებული, არ არიან კონკრეტული პირები პასუხისგებაში მიცემული და ყველა განაჩენი, ყველა პასუხისმგებლობა დამდგარია 2012 წლის შემდეგ. ეს ქმნის ადამიანის უფლებების დარღვევის სისტემურ, დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელიც ხდებოდა 2004-2012 წლებში - მაშინ, როდესაც ეფექტურ კონტროლს, ანუ ავტორიტარული რეჟიმის კვალდაკვალ ეფექტურ კონტროლს მთელს სახელმწიფო სისტემაზე, ყველასა და ყველაფერზე ახორციელებდა „ნაციონალური მოძრაობა“.
სრულად ის დარღვევები, რაც ამ წლების განმავლობაში მოხდა, ყოველთვის მიემართება „ნაციონალურ მოძრაობას“ მათ შორის, იმ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ გეუბნებიან, ერთი ლიდერი მაინც დაგვისახელეთ, რომელიც არის ბრალდებული თუ მსჯავრდებულიო, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მაინც ვნახოთ, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით,“ - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.