ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ცოტნე ივანიშვილის ინიციატივით ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან დაწყებულ თანამშრომლობას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს ქართველი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო განათლების მიღების ახალ შესაძლებლობას ქმნის.
ჩიხელიძის თქმით, ცოტნე ივანიშვილმა საკუთარი პირადი ავტორიტეტი და უნივერსიტეტში დამყარებული ურთიერთობები ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმის განხორციელებას მოახმარა.
მისი შეფასებით, ეს ახალი შესაძლებლობაა ქართველი სტუდენტებისთვის, ახალი პერსპექტივაა ქართული განათლებისთვის და კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოს საერთაშორისო აკადემიური კავშირების გაფართოების მიმართულებით.
"ცოტნე ივანიშვილის პირადი ინიციატივითა და ჩართულობით ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან ისტორიული თანამშრომლობა იწყება. აღსანიშნავია, რომ ცოტნე ივანიშვილი პირველი ქართველი სტუდენტი იყო, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. სწორედ მისმა აკადემიურმა მიღწევებმა, პიროვნულმა თვისებებმა და უნივერსიტეტთან ჩამოყალიბებულმა საქმიანმა ურთიერთობებმა ამ მნიშვნელოვანი თანამშრომლობის საფუძველი შექმნა.
ცოტნე ივანიშვილმა საკუთარი პირადი ავტორიტეტი და იქ დამყარებული ურთიერთობები ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმის განხორციელებას მოახმარა. შედეგად, შესაძლებლობა ეძლევათ ქართველ ახალგაზრდებს, მიიღონ განათლება მსოფლიოში აღიარებულ, ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში და ჰქონდეთ წვდომა იმ აკადემიურ გარემოსა და ცოდნაზე, რომელიც მათ მომავალ პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება. ეს ახალი შესაძლებლობაა ქართველი სტუდენტებისთვის, ახალი პერსპექტივაა ქართული განათლებისთვის და კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ საქართველომ საერთაშორისო სივრცეში, საკუთარი აკადემიურ კავშირები გააფართოოს." - წერს ჩიხელიძე.