საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვებსა და ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს აფასებს.
გიორგი ვოლსკის განცხადებით, პირები, რომლებსაც მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურ მოქმედებასა და პარტიების შესახებ კანონის დარღვევას ედავება, ღია შეტევაზე გადავიდნენ და საკუთარი პოზიცია სრულად გამოავლინეს.
"ადამიანები, რომელსაც ვედავებით არაკონსტიტუციურ მოქმედებასთან დაკავშირებით, პარტიების შესახებ კანონის დარღვევასთან დაკავშირებით, გადავიდნენ ღია შეტევაზე და გამოავლინეს სრულად თავისი პოზიცია. მართებული იყო ის, რასაც აკეთებდნენ, ან არ გაუკეთებიათ და არ მომხდარა ის საშინელი, სისხლიანი დანაშაულებები, რომელიც ჩაიდინეს, ან თუ მოხდა, სწორედ ქართველი ხალხის ინტერესებისათვის მოხდა მათი აზრით. უარყოფას უკვე ვერ ახერხებენ, რადგან აშკარაა ყველაფერი", - აცხადებს გიორგი ვოლსკი.