20 ნოემბერი 2024,   08:18
ვრცლად
"ყაზტრანსგაზ-თბილისი" "რუსთავი 2-ის" ეთერში გასულ რეპორტაჟს ეხმაურება

ყაზტრანსგაზ-თბილისი საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა რუსთავი 2-ის ეთერში გასულ რეპორტაჟს გაზის ტექნიკური დანაკარგების შესახებ. კომპანიის სპეციალური მმართველის განცხადებით რეპორტაჟი იყო ცილისმწამებლური და მომზადებული იყო არაკომპეტენტური წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. კომპანია არ აპირებს მიმართოს რაიმე სამართლებრივ ზომებს და მოუწოდებს ჟურნალისტებს თავი შეიკავონ კომპეტენტური შესწავლის გარეშე თბილისის გაზმომარაგებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებისგან.

“გაზის მიღების ოთხივე წერტილში არის დამონტაჟებული გაზის აღრიცხვის კვანძები, რომლებიც დაკალიბრებულია საქსტანდარტის და მეტროლოგიის საგეენტოს მიერ, დალუქულია შესაბამისი საგადასახადო სამსახურის და გაზის ტრანსპორტიერბის კომპანიის მიერ დ არის სახელმწიფოს მიერ დაცულ ტერიტორიაზე განლაგებული. ყაზტრანსგაზ-თბილისის ქსელი წარმოადგენს არის შეკრული, ჩაკეტილი სისტემა და წარმოუდგენელია გაზის გარეთ მიწოდება, თუ ეს არ აისახება საცალო მოხმარების მრიცხველებზე. აქედან გამომდინარე სიუჟეტში აღნიშნულ საუბნო მრიცხველებს არანაირი კავშირი არა აქვთ გაზის აღრიცხვასთან და დანაკარგებთან “ - განაცხადა  კომპანიის სპეციალურმა მმართველმა ნინო თურმანიძემ.

დღის ამბები