20 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
კახა კალაძე, შესაძლოა, ახალ სკანდალში გაეხვიოს

სკანდალური მიმოწერა, რომლიდანაც ირკვევა, რომ შესაძლოა, კახა კალაძის ახლობელი თბილისში ყაზტრანსგაზისგან ბუნებრივი აირის დიდ მოცულობას იპარავდა და ამ გზით ფინანსურ სარგებელს იღებდა.

მიმოწერა ყაზტრანსგაზის დროებითი მმართველებს, ირაკლი გაბუნიასა და გიორგი ბენაშვილს, ეკუთვნის. გიორგი ბენაშვილი თბილგაზში გადაყვანამდე კალა-კაპიტალის დაცვის ხელმძღვანელი იყო.

მიმოწერის თანახმად, ქსელზე დამონტაჟებული მრიცხველების დიდი ნაწილი მწყობრიდან არის გამოსული, რაც თანამშრომლებს გარკვეული მაქინაციების საშუალებას აძლევს.

კურიერს წყარომ მიაწოდა საბუთები, რომლიდანაც ირკვევა, რომ გაზგანაწილების აღრიცხვა თბილისის მასშტაბით დიდი ხანია, მოშლილია და ამ გზით კომპანია მნიშვნელოვან შემოსავალს კარგავს. თბილისის ცალკეულ უბნებზე დანაკარგი 100%-საც კი აღემატება.

ყაზტრანსგაზში არსებულ ვითარებაზე კითხვები ყაზახურ მხარესაც აქვს.

 

 

ავტორი: მიხეილ სესიაშვილი

დღის ამბები