08 ოქტომბერი 2024,   09:31
ვრცლად
რუსული აგრესიის ფონზე პენტაგონი 2017 წელს ევროპული თავდაცვისთვის ბიუჯეტის გაოთხმაგებას გეგმავს

რუსული აგრესიის ფონზე პენტაგონი 2017 წელს ევროპული თავდაცვისთვის ბიუჯეტის გაოთხმაგებას გეგმავს.

განცხადება ამის შესახებ, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ვაშინგტონში, ეკონომიკურ კლუბში სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.

ეშტონ კარტერის თქმით, მოსკოვი ვაშინგტონისთვის მზარდ გამოწვევად იქცა, ამიტომ მის შესაკავებლად ძლიერი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.

ინიციატივის ფარგლებში შეერთებული შტატები ევროპულ ბაზებზე სამხედროების რაოდენობას გაზრდის, გახშირდება მოკავშირეებთან ერთობლივი წვრთნებიც.

პენტაგონი ასევე გეგმავს, რომ დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ კამპანიის ხარჯები 50 პროცენტით გაზარდოს. 

დღის ამბები