08 ოქტომბერი 2024,   09:38
ვრცლად
სირიაში მომხდარი აფეთქებების შედეგად 140 ადამიანი დაიღუპა

სირიაში მომხდარი რამდენიმე აფეთქების შედეგად 140 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა რაოდენობა ამ დრომდე დაუზუსტებელია.

ზედიზედ ოთხი აფეთქება მოხდა დამასკოში, ორი ბომბი კი ჰომსში აფეთქდა. თავდასხმები ისეთ უბნებში განხორციელდა, სადაც სხვადასხვა მუსლიმური მიმდინარეობის წარმომადგენლები ცხოვრობენ, რომელთა წინააღმდეგაც ისლამის სახელმწიფო იბრძვის.

ტერორისტულმა დაჯგუფებამ  მომხდარზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო.

ამავე თემაზე
დღის ამბები