08 ოქტომბერი 2024,   09:28
ვრცლად
თურქეთში სამართალდამცველებსა და ქურთ დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა

თურქეთში სამართალდამცველებსა და ქურთ დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. ქალაქ დიარბექირში ასობით ადამიანი კომენდანტის საათს აპროტესტებდა.

არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც დემონსტრანტებმა პოლიციელებს ქვები დაუშინეს. პასუხად კი სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

დღის ამბები