20 ნოემბერი 2024,   02:22
ვრცლად
"მახინჯი სისტემაა თუ როგორი სისტემაა, რეალურად სტუდენტებმა უნდა გადაწყვიტონ," - შალვა საბაური პრემიერს პასუხობს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი შალვა საბაური პრემიერმინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ "სტუდენტური თვითმმართველობა იმ მახინჯი სახით, როგორითაც არსებობს, არ უნდა არსებობდეს."  საბაურის თქმით, საერთო სტუდენტური პოზიცია, რომელიც არჩევნებზე ფიქსირდება არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

“მახინჯი სისტემაა თუ როგორი სისტემაა, რეალურად სტუდენტებმა უნდა გადაწყვიტონ, საერთო სტუდენტური პოზიცია, რომელიც არჩევნებზე ფიქსირდებახოლმე ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ქვევიდან ზევით მიმართული დემოკრატია თუ გვინდა გვქონდეს სტუდენტებმა თავად უნდა გადაწყვიტონ რა მოდელი სურთ. თუ ვსაუბრობთ ავტონომიაზე აქ არ მგონია, რომ მოთხოვნა, საკანონმდებლო დონეზე შეიცვალოს და აქ გადაწყდეს თვითმმართველობა როგორი იქნება და რანაირი იქნება ეს ნამდვილად ავტონომიურობის მოთხოვნა იყოს," - განაცხადა საბაურმა.  

დღის ამბები