03 ოქტომბერი 2024,   13:18
ვრცლად
"ამ კანონით მოხდა უკანონობის ლეგალიზება," - არასამთავრობოები ე.წ. მოსმენების კანონს გაასაჩივრებენ

ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით მიღებული კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ არასამთავრობოები. ისინი რამდენიმე მუხლის გასაჩივრებას აპირებენ.

მათი შეფასებით, მიღებული კანონით პარლამენტმა უკანონო მოსმენები დააკანონა. როგორც აცხადებენ, გააგრძელებენ ბრძოლას ყველა კანონიერი გზით დოკუმენტში დამატებითი ცვლილებების შესატანად.

არასამთავრობო ორგანიზაციები არც აქციების გამართვას გამორიცხავენ. მათი წარმომადგენლები სამომამავლო გემების შესამუშავებლად დღეს შეიკრიებებიან, რის შემდეგაც საჯარო განცხადებას გააკეთებენ.

"ფაქტობრივად მოხდა უკანონობის ლეგალიზაცია. აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები არ ზრუნავენ მათ ამომრჩევლებზე და ადამიანის უფლებებზე და ცდილობენ, რომ საზოგადოებას ეს შეფუთული კანონპროექტები შესთავაზონ," - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშრისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა.

"თუ გვინდა ჩვენ წავიდეთ იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც მიდის ევროპა, ჩვენ ამ კანონის შეცვლა მოგვიწევს. სამწუხაროა, რომ ეს ვერ მოხერხდა დღეს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მოხერხდება მომავალში. ფაქტობრივად, ჩვენ ამ უკანონო მოსმენისგან დაგვიცავს მხოლოდ კეთილი ნება, თუმცა მე არ მინდა, რომ ამ კეთილ ნებაზე ვიყოთ დამოკიდებული," - განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ.

დღის ამბები