03 ოქტომბერი 2024,   13:15
ვრცლად
ომბუდსმენი ლოპოტას "სპეცოპერაციის" შესახებ კვლევის ანგარიშს გამოაქვეყნებს

ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეზე აქამდე უცნობი ფაქტები გასაჯაროვდება - ლოპოტას ხეობაში 2012 წლის აგვისტოში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ანგარიში უკვე მზად არის.

დოკუმენტი, როგორც აცხადებენ, წელიწადნახევრის განმავლობაში, დამოუკიდებლად მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით მომზადდა. კვლევაში, რომელიც ომბუდსმენის აპარატის ინიციატივით გაიმართა, 12 დამოუკიდებელი ექსპერტი მონაწილეობდა.

საზოგადოებრივი საბჭოს წარმომადგენლები და უჩა ნანუაშვილი ანგარიშს დღეს ერთობლივად წარადგენენ.

„ჩვენ ვეცადეთ ყველა ის დეტალი შეგვესწავლა, მოგვეხდინა ყველა იმ დეტალის დოკუმენტირება, რომელიც 2012 წლის აგვისტოში ლოპოტას ხეობაში მომხდარ მოვლენებს უკავშირდება. გამოვკითხეთ არაერთი ადამიანი და სწორედ ამ კვლევის შედეგები იქნება გამოქვეყნებული, სადაც კონკრეტული საკითხები და კონკრეტული კითხვები ისმის გამოძიებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა სახალხო დამცველმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები