03 ოქტომბერი 2024,   13:15
ვრცლად
აშშ-ის ელჩი ე.წ. მოსმენების კანონის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს დემოკრატიულად აფასებს

ფარული მოსმენების კანონთან დაკავშირებით განვითარებულ პროცესებს დემოკრატიულად აფასებს საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი. რიჩარდ ნორლანდის თქმით, შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება ამ კანონთან დაკავშირებულ მოვლენებს.

„ჩვენ ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს. ეს მრავალმხრივი პროცესია, რომელშიც სისტემის მრავალი შემადგენელი ნაწილია ჩართული, მათ შორის სამოქალაქო სექტორი. ყველა საზოგადოებამ უნდა იპოვოს სწორი ბალანსი სამართალდამცველების მიერ უსაფრთხოების მიზნებისთვის ფარული მოსმენების განხორციელებასა და ადამიანის პირადი ცხოვრების დაცულობას შორის. ჩვენ დავაკვირდებით შედეგებს, რათა გავიგოთ, რამდენად კმაყოფილია ქართული საზოგადოება,“ - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები