03 ოქტომბერი 2024,   13:15
ვრცლად
„ჩრდილოეთ კავკასიიდან შეიარაღებული ჯგუფი არ შემოსულა,“ - უჩა ნანუაშვილი

„ჩრდილოეთ კავკასიიდან შეიარაღებული ჯგუფი არ შემოსულა,“ - ეს განცხადება საქართველოს სახალხო დამცველმა გააკეთა.

უჩა ნანუაშვილის თქმით, ოფიციალური ინფორმაცია, რომ ტერორისტული დაჯგუფება საქართველოში ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოვიდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს არა 11 არამედ მხოლოდ 7 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ტერორისტების შემოყვანა ჩრდილოეთ კავკასიიდან არ მომხდარა. 

ნანუაშვილის ინფორმაციით, არსებობს მტკიცებულებები, რომელიც ოფიციალურ ვერსიას გამორიცხავს. სახალხო დამცველის განცხადებით, ადგილზე, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, ტყვიის მასრები და სხვა საბძოლო ნიშნები კვლავ შენარჩუნებულია.

უჩა ნანუაშვილი კიდევ ერთ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ სპეცოპერაციის დროს დაღუპულებს სამედიცინო ექსპერტიზა არ ჩატარებიათ.

ამავე თემაზე
დღის ამბები