03 ოქტომბერი 2024,   13:16
ვრცლად
ID ბარათს 1 იანვრის ჩათვლით 15 ლარად აიღებთ

დღეიდან 2015 წლის 1 იანვრის ჩათვლით ელექტრონული პირადობის მოწმობის (ID) ბარათის შეძენა 15 ლარად იქნება შესაძლებელი. გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიიღო.

პირადობის ახალი მოწმობის მიღების მსურველები პირადობის დამადასტურებელ ახალ დოკუმენტს, 35 ლარის ნაცვლად, 15 ლარად სტანდარტულად 10 დღის ვადაში მიიღებენ და გათავისუფლდებიან ფოტოსურათის გადაღების 3 ლარის გადასახადისგანაც.

დაჩქარებული მომსახურების მიღების მსურველებს კი 15 ლართან ერთად მხოლოდ დაჩქარების ღირებულების გადახდა მოუწევთ. აქციით სარგებლობის საშუალება ნებისმიერი ასაკობრივი კატეგორიის, როგორც სრულწლოვან, ისე არასრულწლოვან მოქალაქეებს ექნებათ.  

სახელმწიფო სერვისის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, ელექტრონული პირადობის მოწმობა უკვე მილიონ 500 ათასამდე ადამიანს აქვს.

ამავე თემაზე
დღის ამბები