03 ოქტომბერი 2024,   13:12
ვრცლად
შინაგან საქმეთა სამინისტრო მაღალმთიანი რაიონების მოსახლეობას საკვები პროდუქტებით ეხმარება

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს მაღალმთიანი რაიონების მოსახლეობისთვის საქველმოქმედო კამპანიას იწყებს. კამპანია განსაკუთრებით გაჭირვებული ოჯახების საკვები პროდუქტებით დახმარებას ითვალისწინებს. აქციაში სამინისტროს ყველა თანამშრომელი ჩაერთო და მათ მიერ გაღებული თანხებით საკვები პროდუქტებით 500-მდე ოჯახს დაეხმარებიან.

საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, სამინისტროს თანამშრომლები დუშეთის რაიონს ეწვივნენ და იქ მცხოვრებ 101 ოჯახს საკვები პროდუქტები ჩაუტანეს. აქციის მიზანია ზამთრის პერიოდში მთაში დარჩენილი გაჭირვებული ოჯახების მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება.

აქციები დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება და საქართველოს რამდენიმე მაღალმთიან რეგიონს მოიცავს.

დღის ამბები