03 ოქტომბერი 2024,   13:09
ვრცლად
რამდენად სწორად დაიხარჯა თანხები თბილისობისთვის?

სამგორის რაიონის გამგებელი თბილისობაზე გაწეული ხარჯების კანონიერების გადამოწმებას საკრებულოს სარევიზიო კომისიას სთხოვს.

მამუკა ჩოქურმა აღნიშნული მოთხოვნით უკვე მიმართა საკრებულოს შესაბამის კომისიას. ჩოქურის განცხადებით, მის მეუღლეს თბილისოებიდან შემოსავალი არ მიუღია.

შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპეციალურად თბილისობისთვის თვენახევრით ადრე რამდენიმე კომპანია დაარსდა, რომლებმაც თბილისობის დღესასწაულისთვის გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვება მოიპოვეს. კომპანიებს ისნის გამგებლის მამუკა ჩოქურის მეუღლე ხელმძღვანელობდა, რომლის პარტნიორმაც 15 ათასი ლარი მიიღო.

ამავე თემაზე
დღის ამბები