03 ოქტომბერი 2024,   13:13
ვრცლად
რკინიგზასა და პროფკავშირებს შორის მედიატორი ჯანდაცვის სამინისტრო იქნება

რკინიგზის ხელმძღვანელობასა და ახალ პროფკავშირებს შორის თანამშრომელთა გაფიცვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის მედიატორობით გაიმართება.

ამის შესახებ განცხადება ახალი პროფკავშირების ხელმძღვანელმა ვიტალი გიორგაძემ გააკეთა. მისი თქმით, წუხანდელი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმების შესაძლებლობა უფრო რეალური გახდა და კონკრეტულ საკითხებს უკვე მორიგ შეხვედრაზე განიხილავენ, რომელიც დღის ბოლოს გაიმართება. ვიტალი გიორგაძე იმედოვნებს, რომ გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა ორივე მხარეს მოუწევს და გაფიცვა ორივე მხარისთვის დამაკმაყოფილებელი შედეგებით დასრულდება.

„საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელობასა და ახალი პროფკავშირების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებებში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ქეთევან ირემაშვილი მონაწილეობს.

"საქართველოს რკინიგზის" თანამშრომელთა გარკვეული ჯგუფი გასული კვირიდან გაფიცულია და სამუშაოს შესრულებაზე უარს აცხადებს. ისინი ანაზღაურებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები