03 ოქტომბერი 2024,   13:14
ვრცლად
სამეგრელოში მძარცველებს შემთხვევის ადგილზე მობილური ტელეფონი დარჩათ

ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში გაზგასამართი სადგური გაძარცვეს. სადგურს თავს 4 ნიღბიანი პირი დაესხა. თავდამსხმელებმა მორიგე ოპერატორები გაკოჭეს და სალაროდან თანხა 700 ლარი სრულად მიითვისეს.

ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი პირები სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს, მათი ვინაობის დადგენა კი მობილური ტელეფონით მოხერხდა, რომელიც პოლიციის თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილზე იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მობილური ერთ-ერთ მძარცველს შემთხვევის ადგილზე დარჩა.

გაზგასამართი სადგური სომხეთის მოქალაქეს ეკუთვნის, ის გამომძიებლებმა უკვე დაკითხეს. გამოძიება ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.  ძარცვაში მონაწილე ოთხივე პირი უკვე დაკავებულია. ინფორმაციას ამის შესახებ შს სამინისტრო ავრცელებს. 

დღის ამბები