03 ოქტომბერი 2024,   13:16
ვრცლად
ჩხუბი რუსთავის გზატკეცილზე - „გამატარე, თორემ გადაგივლი“ (VIDEO)

ფიზიკური დაპირისპირება თბილისი-რუსთავის მშენებარე მაგისტრალზე დღეს მოხდა. ადგილობრივმა მოსახლეობამ მძიმე ტექნიკას მუშაობის ნებართვა არ მისცა და რამდენიმე საათის განმავლობაში გზა ჰქონდათ გადაკეტილი.

მოსახლეობა გზის მშენებარე კომპანიისგან და ცენტრალური ხელისუფლებისგან სოფელში მისასვლელი ერთადერთი გზის მოწესრიგებას და სარწყავი არხის გასუფთავებას მოითხოვდა.

ადგილობრივების განცხადებით, მაგისტრალის მშენებლობამ ძველი სამანქანო გზა ისე დააზიანა, რომ ფეხითაც გართულებულია მოძრაობა. მოგვიანებით, გზა მას შემდეგ გაიხსნა, რაც ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები ჩავიდნენ და გზის გაწმენდის სამუშაოები დაიწყეს.

გამართული აქციის შესახებ განცხადება გაავრცელა მუნიციპალური განვითარების ფონდმაც. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ის პრობლემები აღმოიფხვრება, რასთან დაკავშირებითაც დღეს აქცია გაიმართა. 

დღის ამბები