03 ოქტომბერი 2024,   13:15
ვრცლად
ქუთაისში ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლები გაიფიცნენ

ქუთაისში ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი ხელფასების გაზრდა ითხოვენ. მათი საშუალო ხელფასი 250 ლარია.

გაფიცულთა თქმით, ქუთაისის მერიას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. ვიცემერი კი აცხადებს, რომ წელს ხელფასები უკვე გაიზარდა. მომავალ წელს კი ბიბლიოთეკაში რეორგანიზაციაა დაგეგმილი და ხელფასების გაზრდის საკითხიც სწორედ იმ დროისთვის გადაწყდება.

ბიბლიოთეკის თანამშრომლების თქმით, მერიაში მომავალი წლის ბიუჯეტის ფორმულირებაზე მუშაობენ, თუმცა საბოლოო დამაჯერებელი პასუხი, რომ მათი ხელფასები მომავალ წელს გაიზრდება - არ აქვთ.

დღის ამბები