03 ოქტომბერი 2024,   13:12
ვრცლად
მოტყუებული პენსიონერი თერჯოლაში

კუთვნილი პენსიის ნაცვლად, კრედიტი ბანკისგან - მოტყუებული პენსიონერები დახმარებას ითხოვენ.

თაღლითების ჯგუფის სამიზნე ძირითადად 80 წელს გადაცილებული მოხუცები არიან. თაღლითებმა მოტყუებული პენსიონერები „ლიბერთი ბანკში“ მიიყვანეს და ბანკიდან გამოტანილ საბუთებზე მოტყუებით მოაწერინეს ხელი. მოხუცებმა ტყუილის შესახებ მას შემდეგ გაიგეს, რაც ბანკში კუთვნილი პენსიის ასაღებად მივიდნენ. მოხუცებს ბანკებში მათი სახელით გატანილი დიდი ოდენობის კრედიტები დახვდათ.

„ლიბერთი ბანკში“ მომხდართან კავშირს უარყოფენ.

თერჯოლის რაიონის სოფელ ვარდიგორაში მომხდარ თაღლითობის ფაქტთან დაკავშირებით ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დაიწყო. 

დღის ამბები