03 ოქტომბერი 2024,   13:12
ვრცლად
ლაფანყურის სპეცოპერაციის უცნობი დეტალები

ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეზე სახალხო დამცველთან არსებულმა საზოგადოებრივმა ჯგუფმა მუშაობა დაასრულა. ათობით ფურცლისგან შექმნილი დოკუმენტი საკმაოდ სკანდალური აღმოჩნდა.

სახალხო დამცველის კრიტიკასთან ერთად, რომელიც საგამოძიებო ორგანოებმა გამოძიების გაჭიანურებისთვის დაიმსახურეს, დღეს საზოგადოებისათვის რამდენიმე აქამდე უცნობი დეტალიც გახდა ცნობილი.

დასკვნის მიხედვით, სპეცოპერაციის დროს 11-ის ნაცვლად, 7 პირი დაიღუპა და არც ერთ მათგანს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა არ ჩატარებია.

უჩა ნანუაშვილის განცხადებით, დასტურდება ისიც, რომ შეიარაღებული პირები ჩრდილო კავკასიიდან საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოსულან.

ამავე თემაზე
დღის ამბები