03 ოქტომბერი 2024,   13:09
ვრცლად
არასამთავრობოები აქციებისთვის ემზადებიან - სამოქალაქო სექტორი კონსულტაციებს იწყებს

მომავალ სამოქმედო გეგმის განსახილველად დღეს კამპანია ”ეს შენ გეხებაში” ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები იკრიბებიან. ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონთან დაკავშირებით, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები საკონსუტუტუციო სასამართლოსთვის სარჩელს მოამზადებენ.

დღესვე გაიმართება კონსულტაციები საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.
სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ ვეტოდაძლეული კანონით კონსტიტუციით გათვალისწინებული ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება ირღვევა.

არასამთავრობოები კამპანიის გაფართოებას და საზოგადოებრივ მოძრაობად მის ჩამოყალიბებას აპირებენ. იგეგმება საინფორმაციო აქციების მოწყობაც.

ამავე თემაზე
დღის ამბები