03 ოქტომბერი 2024,   13:06
ვრცლად
Lufthansa-ს გაფიცვამ ქართველი მგზავრებიც დააზარალა

მოსაცდელ დარბაზებში მყოფი ათობით მგზავრი და გადადებული ავიარეისები. ავიაკომპანია Lufthansa-ს გაფიცვის გამო დაზარალდნენ საქართველოს მოქალაქეებიც. მსოფლიოს მასშტაბით გაუქმებულ ათას 300 რეისს შორის აღმოჩნდა მიუნხენი-თბილისი, თბილისი-მიუნხენიც.

როგორც გერმანული ავიაკომპანიის თბილისის წარმომადგენლობაში ამბობენ, პირდაპირ ფრენებს Lufthansa 4 დეკემბერიდან განაახლებს. ის მგზავრები კი, ვისაც გაფრენა გუშინვე სურდა, კომპანიამ სხვადასხვა ავიაკომპანიის მეშვეობით გაამგზავრა.

გაზაფხულის შემდეგ ეს უკვე  Lufthansa-ს პილოტების მეცხრე გაფიცვაა. ისინი პენსიაში გასვლის მოქმედი სქემის შენარჩუნებას მოითხოვენ, რომლის მიხედვითაც მათ შეუძლიათ სამსახური 55 წლის ასაკში დატოვონ და მომდევნო 10 წელი ხელფასის 60 პროცენტიც მიიღონ. გაფიცვის გამო ზარალმა უკვე 160 მილიონ ევროს მიაღწია.

ამავე თემაზე
დღის ამბები